„საქართველოს საამაყო ბიჭებო, ნუ წამოეგებით კარგად შეფუთულ ანკესს, რომელსაც ბასრი პირი არ უჩანს, მაგრამ, სინამდვილეში სიკვდილის სიმბოლოა!

„საქართველოს საამაყო ბიჭებო, ნუ წამოეგებით კარგად შეფუთულ ანკესს, რომელსაც ბასრი პირი არ უჩანს, მაგრამ, სინამდვილეში სიკვდილის სიმბოლოა!

ინგა ჟღერიას მიმართვა ქართველ ჯარისკაცებს


მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებს-შეინარჩუნონ სიმშვიდე და გულით ატარონ არა პოლიტიკური მრწამსი, არამედ უფლის, ერისა და საკუთარი სამშობლოს წინაშე საქვეყნოდ დადებული ფიცი, რომელიც თავისთავად სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და ხელშეუხებლობის გარანტია!

ნათქვამია „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“- ამ ბრძნულ ანდაზაში სწორედაც ქვიშასთან არის შედარებული ჩვენი სამშობლო, ის მიწა-წყალი, რომელიც ჩვენი ფუნდამენტალურობის, ეროვნული ნიშან-თვისებებისა და ტერიტორიული კუთვნილების საყრდენია.


მინდა, რომ თითოეულ თქვენგანს კარგად ახსოვდეს პირველ რიგში საკუთარი ოჯახი,სადაც აღიზარდეთ, აკვანი, რომელმაც გარწიათ და დედა, რომელმაც შთაგინერგათ ვაჟკაცობა და საქართველო საფიცარ ხატად გაგიხადათ. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც სამშობლოს ერთგული მხედრების დასში ირჩევს მოღვაწეობას, აღჭურვილია მებრძოლი, ვაჟკაცური სულისკვეთებით, მისი შინაგანი ბუნებისთვის მიუღებელია რაიმე სახის კომპრომისი, რომელიც სამშობლოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს, გააჩნია საკუთარი სინდისი და სამხედროსთვის ბოძებული პროფესიონალური ხედვა, რომელიც პირველ რიგში ღმერთის მიერ ადამიანში დანერგილ პრინციპებს ეყრდნობა და თავისუფალია ყოველგვარი გვერდებიდან მონაბერი ქარისგან, მოღალატე შადიმანების და ყორღანაშვილების გვერდითი მოვლენებისგან!


საქართველოს საამაყო ბიჭებო, დადექით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მტკიცედ, მყარად და უშიშრად! ნუ წამოეგებით კარგად შეფუთულ ანკესს, რომელსაც დასაწყისში არანაირი ბასრი პირი არ უჩანს, მაგრამ სინამდვილეში სიკვდილის სიმბოლოა!


საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოველი პირი, დაწყებული რიგითი ჯარისკაციდან, დამთავრებული მაღალჩინოსნით, ქმნის ისტორიას, რომელიც სამყაროს აღსასრულამდე იცოცხლებს. მრავალჭირვარამგამოვლილ ჩვენს ქვეყანას არ აკლია შავი ფურცლები, რომლებსაც სამწუხაროდ ვერავინ ვერ ამოხევს ცხოვრების წიგნიდან, მაგრამ მათი გაბათილება შესაძლებელია მატიანეში მზიანი, საამაყო მოვლენების და ფაქტების შეტანით.


ამის წანამძღვრები კი მხოლოდ თქვენს ხელთაა.


თქვენ შემოგყურებთ მთელი ქვეყანა, ერი და ბერი, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგამართლებინოთ ის იმედები, რომელიც ესოდენ ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ საქვეყნოდ გამოვდებ თქვენს საფიცარ სიტყვებს, რომელიც წარმოთქვით სამხედრო სამსახურის არჩევის დროს:

მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო მხედრული ვალი საქართველოს წინაშე;
ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად გავაგრძელო წინაპართა მხედრული ტრადიციები;
ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა მხედრული დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი;

ვფიცავ, შევინახო ჩემთვის მონდობილისამხედრო საიდუმლოება, შევასრულო წესდებათა ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება;
ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის;
თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე.“
აბა თქვენ იცით, მტერს ნუ გაახარებთ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: