საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პატიმრობაში რჩებიან
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პატიმრობაში რჩებიან.
სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო. ადვოკატები საჩივარში დაკავებული 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის 10-ათასლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სამინისტროს მაღალჩინოსნებს 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება.