ნინო ბურჯანაძე: არ მეგონა თუ ვინმეს პრესკონფერენცია გამაკვირვებდა!

ნინო ბურჯანაძე: არ მეგონა თუ ვინმეს პრესკონფერენცია გამაკვირვებდა!

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის განცხადებას  არასერიოზული უწოდა. აღნიშნული  განცხადება ბურჯანაძემ "მაესტროს ცხრიანში" გააკეთა.


     მისი თქმით ქვეყანას არაეფექტური მთავრობა ჰყავს.


  "არ მეგონა, რომ ალასანიას გუშინდელი პრესკონფერენციის შემდეგ ვინმეს პრესკონფერენცია გამიკვირდებოდა, მაგრამ ეს უბრალოდ არასერიოზულია. ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას არ ჰყავს პრეზიდენტი, ქვეყანას ჰყავს არაეფექტური მთავრობა",-  განაცხადა ბურჯანაძემ.


  გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და თქვა, რომ ევროპულ კურსთან დაკავშირებით  ქართველი ხალხის  არჩევანი არის მტკიცე და, რომ ევროპული კურსის ცვლილება რეალურად შეუძლებელია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: