დავით საყვარელიძე: ბაჩო ახალაიას დაკავება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა!
ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი დავით საყვარელიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, გუშინ დაწყებული დაკავებები პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა.
"ბაჩო ახალაია საქართველოში ჩამოვიდა საკუთარი ფეხით. ჩვენ მოვისმინეთ მთავარი პროკურორისგან, რომ ის დაბარებული იყო მოწმის სტატუსით და გამოდის, მოწმე დააკავეს. ეს როგორც ჩანს, ახალი სამართლებრივი ფორმა გამოიგონეს. მას ბრალი არ წაყენებია და ალბათ, ახლა ფიქრობენ, თუ როგორ შექმნან მისი ბრალეულობა სამართლებრივი თვალსაზრისით", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.