"ივერიონთა კავშირი"-"ვთხოვოთ ყველა ჩინოვნიკს, გაიმეტონ ერთი თვის ხელფასი და ასე დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება"

"ივერიონთა კავშირი"-"ვთხოვოთ ყველა ჩინოვნიკს, გაიმეტონ ერთი თვის ხელფასი და ასე დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება"

   "ივერიონთა კავშირის" საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მამისა ჯაფარაშვილმა და იპოთეკით დაზარელებულმა დავით ლურსმანაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იპოთეკით დაზარალებულთა საშველად ინიციატივა გაახმოვანეს, რომელიც "ივერიონთა კავშირს" ეკუთვნის. მათ მიმართეს მთავრობას და კერძო იპოთეკარებსაც.

  -"მივმართვ კერძო მევახშეებს - თქვე დალოცვილისშვილებო, ავი ძაღლებივით რომ იქცევით, ხალხს რომ სახლებს ართმევთ და მერე რომ ვერც შედიხართ იმ სახლებში, ხომ შეიძლება, რომ რაღაც კომპრომისზე წახვიდეთ?!  ვერც აცნობიერებთ, თქვენი საქმიანობით რა მზაკვრულ გეგმაში ხართ ჩაბმული.

 დადექით მევახშეები ჩვენთან, იპოთეკით დაზარალებულების გვერდით. ჩვენ ვაღიარებთ, რომ თქვენც დაზარალებულები ხართ. ერთად მივმართოთ ხელისუფლებას, რომ ამ პრობლემის  გადასაჭრელად რაიმე გზა მონახოს.

   ვთხოვოთ ხელისუფელბას, შეიქმენას ფონდი, რომელსაც ერქმევა "ერის გადარჩენის ფონდი". ვთხოვოთ ყველა ჩინოვნიკს, გაიმეტონ ერთი თვის ხელფასი და ასე დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება"-განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: