აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს

  საქართველოს მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს.

  შეერთებული შტატები შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრ ალასანიასა და მისი მოადგილეების დათხოვნას, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პეტრიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძის გადადგომა მოჰყვა. ჩვენ დიდად ვაფასებდით სამუშაოს, რომელიც ამ მინისტრებმა თავიანთი ქვეყნის სამსახურში და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისას გასწიეს.


   "რეგიონში არსებული მღელვარებისა და საშინაო ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს ინტერესშია სტაბილურობის, ერთიანობისა და იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანა სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულია და რომ საზოგადოება ენდობა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად და ყურადღება გაამახვილონ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები, რათა გააქარწყლოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და გვიჩვენოს, რომ ის საერთო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: