დავით ბაქრაძე: თვითონვე მაქვს შეკითხვები გამოძიებასთან

დავით ბაქრაძე: თვითონვე მაქვს შეკითხვები გამოძიებასთან

"ბაჩო ახალაიას დაპატიმრება ახალი ხელისუფლების მხრიდან სერიოზული გამოწვევაა", _ ასე შეაფასა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტი. 

 

მისი თქმით, ჩანს, რომ ბრალდების მხარე მოუმზადებელი იყო! "თვითონვე მაქვს შეკითხვები გამოძიებასთან: რატომ მოხდა ახალაიას დაკავება პროკურატურაში პირველივე დაბარებისთანავე, მაშინ როცა, ის საქართველოში საკუთარი ნებით დაბრუნდა?" _ ამბობს დავით ბაქრაძე. 

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია წუხელ, გვიან ღამით დააკავეს. მას  5-დან 8 წლამდე თავისფლების აღკვეთა ემქურება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: