თამარ სანიკიძე: ზოგიერთმა მინისტრმა თავისი თავი ქვეყნის ორიენტირთან გააიგივა!

თამარ სანიკიძე: ზოგიერთმა მინისტრმა თავისი თავი ქვეყნის ორიენტირთან გააიგივა!

  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ირაკლი ალასანიას მისამართით პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რაც დაინახა, ეს იყო ზედმეტი ამბიციურობა.

 

  მისი თქმით, ზოგიერთმა მინისტრმა თავისი თავი ქვეყნის ორიენტირთან გააიგივა.

 "ბევრი აზრი გამოითქვა და ყველა თავის ნათქვამზეა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი. მე რაც დავინახე, იყო ზედმეტი ამბიციურობა, რომელიც გამოვლინდა, რითაც ზოგიერთმა მინისტრმა თავისი თავი გააიგივა ქვეყნის ორიენტირთან. აი, ეს მიმაჩნია მე ყველაზე არასწორ ნაბიჯად", - განაცხადა სანიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: