პაატა ზაქარეიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს!
პრემიერ-მნისტრს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ვიდრე მე. აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ირაკლი ალასანიას შესახებ ბევრი არასასიამოვნო სიურპრიზი გახმაურდება.
"პრემიერ-მინისტრს, ეტყობა, უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და მე არ მაქვს უფლება, ეს ფაქტი არც დავადასტურო და არც უარვყო. ჩვენ დღეს სიურპრიზებზე საუბარი არ გვქონია. პრემიერი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს გარკვეულ საკითხებზე, ვიდრე მე. რაკი მან ეს თქვა, ე.ი. უნდა ველოდოთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.