დავით უსუფასვილი: მზად ვარ საქართველოს პრეზიდენტს ვუმასპინძლო!

დავით უსუფასვილი: მზად ვარ საქართველოს პრეზიდენტს ვუმასპინძლო!

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფასვილი მზად არის საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლოს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


  "როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ, ვუმასპინძლო პრეზიდენტს და ვისაუბროთ ამ თემაზე. რაც შეეხება პარლამენტს, კონსტიტუციით დადგენილია პროცედურები და მექანიზმები და ვისურვებდი, რომ ამის მიხედვით მოხდეს ყველა შემოთავაზებაც და გადაწყვეტილების მიღებაც. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იმედია, დეტალურად გაგვაცნობს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამ მომართვაში და რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა უსუფაშვილმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: