აქციზის გაძვირება კარგი საშუალებაა, სიგარეტის მოხმარება შეიზღუდოს
როგორც გაზეთი "რეზონანსი" იუწყება 2015 წლის 1 იანვრიდან აქციზის განაკვეთის ზრდის გამო, ფილტრიანი სიგარეტის ფასი 15 თეთრით, ხოლო უფილტრო 5 თეთრით მოიმატებს.
"თამბაქოს კონტროლის ალიანსში" მიიჩნევენ, რომ აქციზის გაძვირება კარგი საშუალებაა, სიგარეტის მოხმარება შეიზღუდოს და ადამიანებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრონ. აქციზის ეტაპობრივ მატებას ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს.
გარდა ამისა 1 იანვრიდან დაგეგმილია ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაორმაგება.