ვიქტორ დოლიძე:-" პრემიერთან პირად დაპირისპირებაში არ გადავალთ, თუნდაც იმის გამო, რომ სამი წელი ერთად ვიბრძოდით"

ვიქტორ დოლიძე:-" პრემიერთან პირად დაპირისპირებაში არ გადავალთ, თუნდაც იმის გამო, რომ სამი წელი ერთად ვიბრძოდით"

   "თავისუფალი დემოკრატების" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და ამბობს:-"გულწრფელად გითხრათ, ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი დრო დაგვიდგა". დოლიძე პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა:

   -"პრემიერმა დღეს "თავისუფალ დემოკრატებზე", ირაკლი ალასანიაზე, საგარეო საქმეთა მინისტრზე ისაუბრა, რაც მისთისვეა საზიანო. მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ის პრემიერ-მინსიტრია! შესაბამისად, თუ უფრო კონსტრუქცული იქნება, მისთვისივე იქნება უკეთესი!

 პირად დაპირისპირებაში არ გადავალთ მასთან, თუნდაც იმის გამო, რომ სამი წელი ერთად ვიბრძოდით".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: