ნინო ბურჯანაძე: "აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად პოლიტიზებულია"

ნინო ბურჯანაძე: "აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად პოლიტიზებულია"

    -"აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად პოლიტიზებულია"-ასე შეაფასა "მაესრტოს ცხრიანში" სტუმრობისას "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ირაკლი ალსანიასა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დამშვიდობების პროცესი. 

   -"ის დამსახურება, რომელიც ალასანიამ თავის მთავარ დამსახურებად გამოაცხადა, რომ  თითქოსდა თავდაცვის სამინისტრო პოლიტიზებული აღარ არის, გამოჩნდა, რომ სრულიად უსაფუძვლო განცხადებაა, რადგან ჩვენ ვნახეთ დღეს თავდაცვის სამინისტრო, იმედია, ჯარი არ არის პოლიტიზებული, თუმცა თავად სამინისტრო არის აბსოლუტურად პოლიტიზებული, პოლიტიკური ორგანო, რომელმაც დღეს პოლიტიკურ შოუში მიიღო მონაწილეობა. 

ვერ დამისახელებთ ვერცერთ ნორმალურ სახელმწიფოს, სადაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან გადაყენებული მინისტრი ასეთ შოუს დგამდეს და ამ შოუში მონაწილეობდეს ისეთი უწყება, რაც არის თავდაცვის სამინისტრო. შეიძლება, ეს იყო გულწრფელი, მაგრამ ეს თავდაცვის სამინისტროა და არცერთ თანამშრომელს საკუთარი თავისთვის ასეთი დემონსტრაციული ემოციების გამოვლენის უფლება არ უნდა მიეცა"-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: