13 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდება

13 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდება

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს იმ 13 დეპუტატს შეუწყევტს უფლებამოსილებას, რომლებმაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს.

ამ დეპუტატებიდან 3 მაჟორიტარია. მათ შემცვლელებს მოსახლეობა მომავალი წლის შემოდგომაზე, ხოლო ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, აპრილში აირჩევს.

 

რაც შეეხება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების ადგილმონაცვლეებს, მათ უფლებამოსილებას პარასკევს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე სცნობენ.

პარლამენტის დღევანდელ ხსდომაზე გიორგი ტუღუშს სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილება შეუწყვეტეს.

 

გიორგი ტუღუში სასჯელარსრულების მინისტრის თანამდებობაზე 20 სექტემბერს დაინიშნა. ახალი სახლახო დამცველი ერთი თვის ვადაში უნდა დაემტკიცებინათ. თუმცა გიორგი ტუღუშს გათავისუფლების შესახებ განცხადება არ დაუწერია, შესაბამისად, ის სახალხო დამცველის პოსტს ინარჩუნებდა. ამიტომ პარლამენტი მას დღეს შეუწყვეტს უფლებამოსილებას და დღეიდან ერთი თვის ვადაში ახალი სახლახო დამცველის დანიშვნა მოხდება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: