მერიამ მთავრობას დაფინანსების ალტერნატიული ვარიანტი წარუდგინა

მერიამ მთავრობას  დაფინანსების ალტერნატიული ვარიანტი წარუდგინა

თბილისის მერიამ სოციალური პროგრამების დაფინანსების ალტერნატიული ვარიანტი დღეს მთავრობის წინაშე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის ოფიციალური წარმომადგენლობა ავრცელებს.

 

,,დღეს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა მთავრობის დადგენილების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. აღნიშნული მიზნად ისახავს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სხვადასხვა ტიპის  სოციალური პროგრამების გაუქმების შედეგად წარმოშობილი პრობლემის მოგვარებას. თბილისის მერია იმედს გამოთქვავს, რომ საქართველოს მთავრობა, რაც შეიძლება სწრაფად განიხილავს წარდგენილ პროექტებს და მხარს  დაუჭერს სოციალური პროგრამების აღდგენას,"- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.  

 

1 ნოემბრიდან  სოციალური პროგრამები თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროს შორის დაწყებული დავის გამო გაუქმდა. ამ პროგრამით 500 ათასამდე თბილისელი სარგებლობდა. სოციალური პროგრამების დაფინანსება, რომელიც თავდაპირველად დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ფუნქცია იყო, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა 19 ოქტომბრის განკარგულებით, ჯანდაცვის სამინისტროს გადააბარა.  თავის მხრივ, ახალმა მთავრობამ ფინანსების გამოყოფაზე უარი თქვა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, ვალდებულებები ისევ მერიას დაუბრუნდა. მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ პროგრამებისთვის განსახორციელებლი საჭირო თანხა ბიუჯეტიდან გადარიცხული არ არის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: