ბაჩო ახალაიას სამი ადვოკატი დაიცავს
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბაჩო ახალაიასთან, გიორგი კალანდაძესთან და ზურაბ შამათავასთან შესახვედრად მათი ადვოკატები მივიდნენ.
ადვოკატ დავით დეკანოიძის განაცხადებოთ, ის ჯერჯერობით სამივე დაკავებული პირის ადვოკატი იქნება. რაც შეეხება დაკავებულებს, მათ ბრალი 48 საათის განმავლობაში უნდა წაუყენონ, შემდეგ კი 24 საათის განმავლობაში უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი.
ცნობილია ხდება, რომ ბაჩო ახალაიას სამი დამცველი ეყოლება - დავით დეკანოიძე, იოსებ ჯანაშია და ბაჩუკი ყურაშვილი.
ამ დროისთვის უცნობია, მომავალში ვინ დაიცავს გიორგი კალანდაძის ინტერესებს.
ადვოკატების განმარტებით კი, ბაჩო ახალაიას ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა კალანდაძისა და შამათავას დაკავება. პროკურატურის განცხადებით, ჯერჯერობით მხოლოდ ბაჩო ახალაიაა დაკითხული. როდის დაიკითხებიან შამათავა და კალანდაძე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.