რა მოხდება კინოს სახლში 14 ნოემბერს და რას მოყვებიან კოდორის ხეობის მაცხოვრებლები
"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის" წევრი, კახა შამათავა 14 ნოემბერს, 12 საათზე კინოს სახლში საზოგადოებას ელის. მისი თქმით ორგანიზაცია მართავს კონფერენციას თემაზე-"ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული აქცია აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ".
კახა შამათავა ორგანიზაციის სახელით იწვევს ყველა მსურველს კონფერენციაზე დასასწრებად და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დესტაბილიზაციის მოწყობის დასაგმობად. მისივე თქმით გარკვეული ძალები ცდილობენ დევნილების შეცდომაში შეყვანას და აქციაზე გაყვანას.
-"ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი სატელიტი ცდილობს დევნილი საზოგადოების გახლეჩას და ცდილობს მიჩქმალოს ყველა ის დანაშაული, რომელიც თავად ჩაიდინეს წინა მმართველობის პერიოდში. როგორ შეიძლება ისინი აპროტესტებდნენ აფხაზეთის ანექსიას, რომლებმაც ტყვიის გარეშე ჩააბარეს კოდორის ხეობა. 14 ნოემბერს კონფერენციას დაესწრებიან კოდორის ხეობის მაცხოვრებლები და მოყვებიან იმ საშინელებებს, რაც ნაციონალებმა იქ ჩაიდინეს".
შამათავას თქმით კონფერენციაზე ხელი მოეწერება რეზოლუციას, რომელიც გადაეცემა ცენტრალურ ხელისუფლებას.