გია ხუხაშვილი: პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო!
ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებულ სტატიაში პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ "ასავალ-დასავალის" რუბრიკაში "კვირგვინოსნები" გამოქვეყნდა.
"ამ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი, მართალია, მტკივნეული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. პრემიერს ერთადერთი გზა ჰქონდა - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადაეყენებინა. ისინიც კი, ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, ფიქრობენ , რომ ოპოზიცია უარესია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებაში "ნაციონალების" დაბრუნების შესაძლებლობას არ განვიხილავ",- აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.