ვიქტორ დოლიძე: დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩულია!

ვიქტორ დოლიძე: დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩულია!

   როგორც პარტია "თავისუფალ დემოკრატებში" აცხადებენ, ზურაბ აბაშიძეს ვიცე-სპიკერობის პოსტს დაატოვებინებენ, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

  დოლიძის თქმით, იმისტვის, რომ ზურაბ აბაშიძემ  თანამდებობა შეინარჩუნოს, რეგლამენტის თანახმად თავმჯდომარისადმი უმრავლესობის მიმართვაც საკმარისია.
  "ეს არის მათი ნება,  ეს არის მათი გადაწყვეტილება, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რეგლამენტის თანახმად უმრავლესობის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეზე და შემდეგ უკვე ამ გადაწყვეტილების მიღება არის საკმარისი ამ პროცესისთვის.
  რა გითხრათ? დარწმუნებული ვარ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური სარჩული და მეტი არაფერი, იმიტომ რომ ზურაბ აბაშიძე გარდა იმისა, რომ ვიცესპიკერი ჯერჯერობით არის, ის ძალიან სერიოზულ საქმიანობას ეწევა მრავალი მიმართულებით, არა მარტო ქვეყნის შიგნით",-განაცხადა დოლიძემ.
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: