საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება
კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც ცნობილია შეხვედრას დეპუტატების გარდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებიან.
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტს განიხილავენ. საკითხს სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგეს. აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრებმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს.
"ბიუჯეტი იქნება პირველი რიგის საკითხი, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ. გვინდა, ეს თემა უმრავლესობის ფორმატში შევაჯეროთ, თუმცა, შეიძლება სხვა, პოლიტიკურად საყურადღებო საკითხებზეც იყოს საუბარი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.