გია ვოლსკი: ერთი დეპუტატის ან ერთი ადამიანის მოსაზრება არ არის სწორი გამოხატვა!

გია ვოლსკი: ერთი დეპუტატის ან ერთი ადამიანის მოსაზრება არ არის სწორი გამოხატვა!

  "ერთი ადამიანის მოსაზრება, ვფიქრობ არ არის  სწორი გამოხატვა." განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  გია ვოსლკიმ  ვიცესპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის მოხსნის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. 

 

 კითხვაზე  დაუჭერს თუ არა ის მხარს აბაშიძის გადაყენებას, ვოსლიკ უპასუხა:

"კოლექტიური სხვადასხვა აზრის მოსმენა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლაა საჭირო",-განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, დღეს, შესაძლოა, უმრავლესობამ ზურაბ აბაშიძის ვიცესპიკერად დარჩენა-მოხსნის საკითხი განიხილოს.

 შეგახსენებთ, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია "ქართულ ოცნებას" 5 ნოემბერს გამოეყო. "თავისუფალი დემოკრატების" ნაწილმა დატოვა ფრაქციაც პარლამენტში; კოალიციაში დარჩენა ამჯობინა გედევან ფოფხაძემ, თამაზ ჯაფარიძემ და გელა სამხარაულმა. ამ ფონზე, "ქართულ ოცნებას" უმრავლესობისთვის საკმარისი მანდატები ჰქონდა, თუმცა, შალვა შავგულიძემ ეს საკითხი ისევ ეჭვის ქვეშ დააყენა გუშინდელი გადაწყვეტილებით - მან კოალიცია დატოვა და "თავისუფალ დემოკრატებს"დაუბრუნდა. ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ კოალიციას 12 დეპუტატი შეუერთდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: