როდემდე, ბატონებო , როდემდე?!
გახსოვთ ალბათ პროტესტის ნიშნად კობა დავითაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნება" რომ დატოვა, მაგრამ, პარლამენტის მანდატს ვერ თუ არ დაემშვიდობა. მრავალშვილიან ოჯახს ამით ვინახავ, მართალია, ვაჟკაცური გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ, ცოლ-შვილს მშიერს ხომ არ დავტოვებს.
ბევრმა დავითაშვილს ეს "გაფართხალება" ვაჟკაცურად ჩაუთვალა; სახუმარო საქმე ხომ არ იყო ივანიშვილთან "დაპირისპირება" და პროტესტის ნიშნად კოალიციის დატოვება, თუმცა, მაშინ საჯაროდ არავის დაუსვამს კითხვა, რომ პარლამენტის მანდატი სწორედ ივანიშვილის წყალობით მოიპოვა და რადგან მის უმრავლესობას (რა თქმა უნდა, ხელოვნურად შეკოწიწებულს) ზურგი აქცია, მანდატიც უნდა დაეტოვებინა.
ეს ასე არ მოხდა- ამისთვის დავითაშვილი სირცხვილის დერეფანში არვის გაუტარებია.
ანალოგიური ამ დღეებშიც განმეორდა, ოღონდ მასშტაბები უფრო დიდია.
წესით და კანონით, "თავისუფალი დემოკრატების" "ამბოხს" და კოალიციიდან დემარშით გასვლას, მათ მიერ უმრავლესობის კვოტით დაკავებული თანამდებობების დატოვებაც უნდა მოჰყოლოდა , მაგრამ გაოპოზიციონერებულმა დეპუტატებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს- მაქსიმალურ კომფორტს და პრივილეგიებს ვერ შეველევით, კოალიცია კი დავტოვეთ, თორემ, პარლამენტი ხომ არ დაგვიტოვებიაო!
უნებლიედ გარდაცვლილი ნიკო გომელაურის ერთ-ერთი ლექსის სტრიქონი მახსენდება: " ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა!"
ჭეშმარიტად , ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა და ვერ გაიგებ, ვისი ძროხა ვის ბოსტანშია გადასული!
როდემდე, ბატონებო, როდემდე?!