მაია ფანჯიკიძე შვედეთის ელჩს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე შვედეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიანა იანსესთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

შეხვედრაზე  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ახალ პროექტებზე ისაუბრეს.

 

,,ელჩმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის სამეფოს უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. დიანა იანსემ წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ მინისტრს მის მომავალ საქმიანობაში და საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის სახელით შვედეთში მიიწვია," - ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: