დავით უსუფაშვილი: პოლიტიკური დებატებია გასამართი? კი, ბატონო, გავმართოთ!
" დარწმუნებული ვარ თითოეული ჩვენგანი ამას კიდევ ერთხელ კარგად გავიაზრებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, თუ ეს გადაწყვეტილებები მისაღებია",- განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
"პოლიტიკური დებატებია გასამართი? კი, ბატონო, გავმართოთ დებატები, მაგრამ, დღეს და ამ წუთში რაზე უნდა ვიდებატოთ, არ ვიცი. იმიტომ, რომ მე პირადად, მოვინიშნე 22 თუ 23 ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც პრეზიდენტი შეეხო. მოდი, ახლა ყველაფერზე ერთად ვიდებატოთ და ამითი სადმე წავალთ და სადმე მივალთ? თითოეულ საკითხს სჭირდება სათანადო რეაგირება და თუ დებატები სჭირდება რაიმე თემას, რა თქმა უნდა, ჩვენ დებატებს არ გავურბივართ",-განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს პარლამენტში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოვახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც გვესტუმრა პარლამენტში, მოგვახსენა თავისი მოსაზრებები პირუთვნელად.
ჩვენც, მგონი, არ გვიჭირს და არ გაგვჭირვებია, არც წარსულში და არც მომავალში არ გაგვიჭრიდება, რომ ასევე პირუთვნელად, ღიად და პირდაპირ გავიზიაროთ, რაც გასაზიარებელია და შეიძლება ვერ გავიზიაროთ ის, რაც მთლად გასაზიარებელი არ არის.
მთავარია, ამას მივეჩვიოთ, მთავარია, ეს კულტურა დავნერგოთ და მთვარია, მაშინ ვცეთ ერთმანეთს პატივი, როდესაც რამეში არ ვეთანხმებით, როცა ვეთანხმებით, მაშინ პატივისცემის თემა საერთოდ არ დგას, მაშინ ერთნი ვართ.
ინსტიტუტები, ქვეყანა და დემოკრატია მაშინ წავა წინ, არდათანხმების დროს თუ ვცემთ ერთმანეთს პატივს და არ მოვიქცევით ისე, როგორც კოლეგები იქცევიან აქ",-განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.