ზურაბ აბაშიძე: ჩვენ უნდა ვისაუბროთ თუ რა გაკეთდა იმ ორ წელში!

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ  უნდა ვისაუბროთ  თუ რა გაკეთდა იმ ორ წელში!

  "ეს იყო მისი საუკეთესო გამოსვლა პრეზიდენტის რანგში," - ასე აფასებს გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას პარლამენტის ვიცესპიკერი ზურაბ აბაშიძე.

  აბაშიძის თქმით, ქვეყნის ევროპული კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.

  "პრეზიდენტმა სწორად აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გასვლამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეცვალა. ის სამი მინისტრი, რომლებსაც მინისტრთა კაბინეტის მთავარი მიმართულებები ეჭირათ, აღარ არიან. ჩვენ არ დავინდობთ მთავრობას ნებისმიერი არასწორი საქმის გაკეთებაში. ჩვენ კი არ უნდა ვისაუბროთ 9 წელზე, რომელიც ჩემთვის წარსულია, არამედ იმ ორ წელზე, რა გაკეთდა ორ წელში,"-აცხადებს აბაშიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: