"პიკასოს კლუბი"-"ხვალ, 15 ნოემბერს, პრეზიდენტისგან ველოდებით მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას"
"პიკასოს კლუბის" წევრებმა გიორგი ჭელიძემ, სალომე მახარაშვილმა და თამარ ბაგრატიონმა დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 15 ნოემბრის აქციაზე მიიწვევს.
-"ხვალ, 15 ნოემბერს, პრეზიდენტისგან ველოდებით მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას, რომ ის მხარს უჭერს საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ პროტესტს. ეს არ არის ვიწროპარტიული შეკრება, ხვალ უნდა დაფიქსირდეს სრულიად საქართველოს პროტესტი რუსეთის მიმართ!" - განაცხადა გიორგი ჭელიძემ.