ბექა ცხადაძე:-"ნორა კვიციანი ტყუის!"

ბექა ცხადაძე:-"ნორა კვიციანი ტყუის!"

   ყოფილი პოლიტპატიმრის ნორა კვიციანის გაზეთ "ახალ თაობასთან" გაკეთებულ განცხადებას-"ბადრი ბიწაძეს იმ დროს სააკაშვილთან უთანხმოება მოუვიდა. მან უარი განაცხადა, რომ სასაზღვროს კუთვნილი ვერტმფრენები ხეობის დასაბომბად გამოეყენებინათ. ხეობის დაბომბვა რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ეს სამხედრო მფრინავებმა ჩვენებაშიც დაადასტურეს. მათ უკანონო ბრძანება არ შეასრულეს და უამრავი ადამიანი გადაარჩინეს. რისთვიაც ოქრუაშვილმა ისინი მკაცრად დასაჯა. მჯერა, რომ ის ამისთვისაც პასუხს აგებს. სასამართლოზე მოწმეებმა ისეთი ჩვენებები მისცეს, რომ იმედი გამიჩნდა, სამართალი პურს შეჭამს. ჩემი ძმაც იმედიანად არის განწყობილი. ძლივს დავინახე მაგის სახეზე ღიმილი, 13 წელი ომში იყო და სამშობლოს ღალატი დასწამეს. ამის გამო ძალიან ცუდად იყო. ახლა უკვე ცნობილია ვინ არის მოღალატე. მალე დაჯდება სააკაშვილი განსასჯელის სკამზე"-ბექა ცხადაძე ეხმიანება და ამბობს, რომ ნორა კვიციანი ტყუის.

   -"ნორა კვიციანი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კოდორის სპეცოპერაციის დროს ხეობაზე საჰაერო იერიშის მიტანა იგეგმებოდა. მისი განცხადებით ბადრი ბიწაძემ სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენებით კოდორის დაბომბვაზე მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა.

მინდა თქვენი ყურადღება ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გავამახვილო - კოდორის ხეობაში სპეცოპერაციის წარმოების პერიოდში სასაზღვრო პოლიციის ვერმტფრენთა პარკის ბალანსზე საბჭოთა წარმოების Ми-8 ტიპის სატრანსპორტო/სატვირთო ვერტმფრენები ირიცხებოდა, რომლითაც საჰაერო იერიშის განხორციელება შეუძლებელია მარტივი მიზეზით - აღნიშნულ ვერტმფრენს არ აქვს არც ჰაერი-მიწა კლასის რაკეტების გამშვები კონტეინერი და არც ტყვიამფრქვევი"-ამბობს ცხადაძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: