როგორ უნდა მოიქცეს გიორგი მარგველაშვილი?

როგორ უნდა მოიქცეს გიორგი მარგველაშვილი?

  საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ 15 ნოემბრის აქცია ეს არ არის  ვიწროპარტიული შეკრება და ხვალ უნდა დაფიქსირდეს სრულიად საქართველოს პროტესტი რუსეთის მიმართ! მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტისგან მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს და აქციაზე ელიან.

   როგორ უნდა მოიქცეს გიორგი მარგველაშვილი?

   ივერიონი პოლიტიკოსების, არასამთავრობოების და საზოგადოების წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მხოლოდ ერთი კითხვით მიმართა.

   -"რა უნდა ჰქნას ხვალ პრეზიდენტმა? მოსახლეობის ნაწილი მისგან მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას ელის, უნდა მივიდეს აქციაზე?

 

დავით ზურაბიშვილი (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი)-რა თქმა უნდა არა!"

 

ხათუნა სამნიძე("რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე)-"ეს მისი გადასაწყვეტია, მე არ ვარ პრეზიდენტი, მაგრამ მე მის ადგილას არ მივიდოდი და არ მივა, ჩემი აზრით".

 

ელისო კილაძე(ჟურნალისტი)-"თუ თვლის რომ ყველას პრეზიდენტია, მაშინ უნდა მივიდეს. თუ მხოლოდ "ოცნების" პრეზიდენტია, მაშინ ალბათ არა".

 

ზვიად ტომარაძე ("ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი)-"პრეზიდენტი ამ აქციაზე არ უნდა მივიდეს".

 

თემურ შაშიაშვილი (პარტია "თეთრების" ლიდერი):-"უაზრობაში მონაწილეობას ჩემს მტერსაც კი არ ვუსურვებ!"

 

ანი ნადარეიშვილი-"ხვალ ყველა უნდა მოვიდეს აქციაზე, ვისაც აფხაზეთი სტკივა და ადარდებს".

 

ბესო დანელია(პოლიტიკოსი)-ამ შემთხვევაში ღირსეულმა პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი მორალური უფლება არ აქვს  იმ რუსთაველზე, რომელზეც 7 ნოემბერს და 26 მაისს საკუთარი მოქალაქეები ჩახოცა აქცია გამართოს და თავისივე უგუნური პოლიტიკის შედეგად დაკარგული ტერიტორიების და გაყიდული მიწებია ანექსია გააპროტესტოს, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ჩვენ ღირსეული პრეზიდენტი გვყავს".

 

ვახტანგ ჟორდანია ("სოციალ-დემოკრატიული პარტია")-"აქციაზე არ მივიდეს და თუნდაც საკუთარი კაბინეტიდან ღიად და საჯაროდ დააფიქსირომ მისი მხარდაჭერა აქციის სლოგანისადმი, კიდევ ერთხელ უთხრას ოკუპაციას არა, მაგრამ "ნაციონალების" მიერ დაანონსებულ აქციაზე არ მივიდეს".

 

გია მურღულია(კერძო სკოლა "ლოგოსის" დირექტორი)-"პრეზიდენტის მისვლა ნებისმიერ აქციაზე არ მიმაჩნია მართებულად, თუკი ეს აქცია ზოგადსახელმწიფოებრივი არ არის - პრეზიდენტი ყველას პრეზიდენტია და არა მხოლოდ საზოგადოების ნაწილის. ის გამამთლიანებელი უნდა იყოს და - არავითარ შემთხვევაში "მხარე".

 

მერაბ შათირიშვილი (მოძრაობა "ახალი რეალობა")-"არა, რადგა იქ მისვლის საჭიროება საერთოდ არავისთვის არის!.."

 

ბექა ცხადაძე (სტუდენტი)-"არ უნდა მივიდეს, და საერთოდ, მე ვფიქრობ ხელისუფლებაში მყოფის აქციაზე გასვლა არასერიოზული ჟესტი იქნება, სიტყვიერად მხარდაჭერის გამოცხადებას მივესალმები.

 

ვაკო ფაჟავა("ნოვატორების" თავმჯდომარე)-"უნდა მივიდეს, თუ რა თქმა უნდა სტაბილური, მშვიდი და გაწონასწორებული სიტუაცია იქნება".

 

გიორგი გირკელიძე(ჟურნალისტი)-"თუნდაც რომ არ მივიდეს აქციაზე, ამის გულისთვის არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის კრიტიკა, მთავარია და კარგი იქნება იმ საკითხთან დაკავშირებით, რის გამოც კეთდება 15 ნოემბრის აქცია, პრეზიდენტმა თავისი აზრი და შეხედულება დააფიქსიროს".

 

ბესო საღარაძე(არასამთავრობო)-"ჩემი აზრით არ უნდა მივიდეს!"

 

შოთა აფხაიძე(არასამთავრობო)-"ჩემი აზრით, კრიმინალური ორგანიზაციის მიერ მოწყობილ აქციაზე პრეზიდენტის მისვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასია".

 

შორენა სიხარულიძე (ჟურნალისტი და თარჯიმანი)-"არა, არ უნდა მივიდეს!"

 

ნატო ბერულავა (ჟურნალისტი)-ჩემი აზრით არა, არ უნდა მივიდეს, პრეზიდენტი აქციებზე ეს რაღაც სხვა თემაში გადადის".

 

გიორგი ტიგინაშვილი(მწერალი)-"არ უნდა მივიდეს, რადგან პრეზიდენტი უპარტიოა და კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ სიმპატია არ უნდ ა გამოხატოს საჯაროდ".

 

ირინა თურქია(მოქალაქე)-იმ  სლოგანით, რითაც დაანონსდა აქცია, ერი  და ბერი ერთად უნდა   იყოს   და    ხმამაღლა    უთხრას   ოკუპაციას  არა!  სხვა   წყალქვეშ  რა  დინებებია  მე არ ვიცი, ამიტომ პრეზიდენტიც უნდა მივიდეს, ის ხომ მხოლოდ მმართველი  ძალის პრეზიდენტი  არ არის, ის  სრულიად  საქართველოს  პრეზიდენტია".

 

   რას გადაწყვეტს თავად პრეზიდენტი და რა შეფასებები მოჰყვება მის ნაბიჯებს, ამას საზოგადოება ხვალ საღამოს იხილავს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: