ბიძინა ივანიშვილმა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ბიძინა ივანიშვილმა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბარაკ ობამას 2012 წლის 6 ნოემბრის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით,  მისალოცი წერილი გაუგზავნა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისალოც წერილში  ბარაკ ობამას  საპრეზიდენტო პოსტზე უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებისას წარმატებას უსურვებს. 

 

ბიძინა ივანიშვილი, ქართველი ხალხის სახელით, მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმ წვლილის გამო, რომელიც მან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეიტანა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, კვლავაც გააგრძელებს გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას იქ, სადაც გაერთიანებული ძალისხმევის საჭიროება იქნება.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: