რიგით 50-ე შეხვედრა ერგნეთში

რიგით 50-ე შეხვედრა ერგნეთში

   ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 50-ე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმის შედეგად გამოწვეული პრობლემები იქნება.

   როგორც ცნობილი ხდება, მხარეები იმ მოქალაქეების შესახებაც ისაუბრებენ, რომლებიც ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ბოლო დღეებში გაუჩინარდნენ.

   -"შეხვედრისას მიმოვიხილავთ გასული პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულ ინციდენტებს. ამასთან ერთად აუცილებლად ვისაუბრებთ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო მონტაჟით გამოწვეულ შედეგებზე"-აცხადებს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შალვა ენუქიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: