ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მოსამართლე შოთა ბიჭიამ კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი დამნაშავედ ცნო სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში.
ბრალდებულ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ არც პროკურორები.
"შოთა ბიჭიას დღევანდელი გადაწყვეტილება არის სამარცხვინო. მან დღეს "გააპრავა" სააკაშვილის ხელისუფლება. ის ადამიანები, ვინც კოდორი დაკარგეს, დღეს თავისუფლები არიან. ის კი, ვინც სახელმწიფოს 15 წელი ეს ხეობა შეუნარჩუნა, დღეს გაასამართლეს", - განაცხადა რევაზ კახნიაურმა.
მისივე განმარტებით, უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.