თამაზ შოშიაშვილი: მომავალი წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა განახევრებულია!
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამაზ შოშიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა განახევრებულია.
თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოში შესული თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. შოშიაშვილის თქმით, თბილისის კომუნალური ვაუჩერი განახევრებულია.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწესებული ვაუჩერი, რომელსაც მოსახლეობა წლების განმავლობაში იღებდა და ზამთრის განმავლობაში 100 ლარს შეადგენდა, განახევრებულია და 50 ლარს შეადგენს; შესაბამისად ოჯახს თვეში 20 ლარის ნაცვლად 10 ლარის შეღავათი ექნება", - განაცხადა შოშიაშვილმა.
მისი თქმით, 70 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახებისათვის კომუნალური ვაუჩერის 450 ლარამდე გაზრდის საფარქვეშ, დავით ნარმანია უარს ამბობს, იზრუნოს სხვა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია. ასეთი თბილისში, თამაზ შოშიაშვილის თქმით, 56 000 ოჯახზე მეტია.