ემზარ კვიციანის თანამებრძოლები საშიმშილოდ დასხდნენ

ემზარ კვიციანის თანამებრძოლები საშიმშილოდ დასხდნენ

   "ემზარ კვიციანის თანამებრძოლები გმირთა მოედანზე პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოსახატავად - საშიმშილოდ დასხდნენ"-წერს სოციალურ ქსელში გიორგი გიგაური. მისივე განმარტებით ისინი აპროტესტებენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ქართველ პატრიოტს სახელმწიფოს დაუმორჩილებლობისა და ტერორიზმის ნაცებისდროინდელი ბრალდებით, 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა!

   -"ეს არის აბსურდი, რადგან კვიციანი რომ მხოლოდ სამშობლოს დაცვის მოტივით ხელმძღვანელობდა, ზუსტად გამოჩნდა, როგორ ჩააბარა ერთი გასროლის გარეშე სააკაშვილის მოღალატე რეჟიმმა მტერს ის კოდორის ხეობა, რომელსაც კვიციანი და მისი მებრძოლები გმირულად, 1993 წლის სექტემბრიდან - აფხაზეთის დაცემიდან იცავდნენ!

მაშინ როცა აგვისტოს ომის დამნაშავე არაკაცები პარლამენტარის თბილ სავარძლებში სხედან, სამარცხვინოა, ემზარ კვიციანისთანა კაცი ციხეში იჯდეს, ერთადერთი მიზეზის გამო - ის მამაპაპისეულ მიწას იცავდა როგორც რუსი ოკუპანტებისგან და აფხაზი სეპარატისტებისგან, ასევე სააკასვილის ანტიქართული რეჟიმისგან!..

ეს საქმე აუცილებლად გასაჩივრდება და საქართველოს პრემიერს მოვუწოდებ, პირად კონტროლზე აიყვანოს ის, რადგან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ეს არა მხოლოდ ნაცების ნარჩენების შურისძიებაა ემზარ კვიციანის წინააღმდეგ, არამედ ამ ყველაფერს, ,,ოცნების" კოალიციის შიგნით დაგეგმილი, სწორედ, ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მყრალი სურნელიც ასდის!"-წერს გიგაური.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: