საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა
ევროპული საბჭო საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პირობა დაცული იქნება.
"ამ კონტექსტში ევროპული საბჭო მიესალმება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ კომისიის მეორე ანგარიშს, რომელიც 2014 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. საბჭო იზიარებს იმ შეფასებას, რომ საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და მეორე ფაზის დაიწყების გადაწყვეტილებას იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.