ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

NGO: საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ფარულ მიყურადებებასთან დაკავშირებით!

NGO: საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ფარულ მიყურადებებასთან დაკავშირებით!

  კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ფარულ მიყურადებებზე პირდაპირი წვდომის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.

  განცხადებაშია აღნიშნულია, რომ კანონი საკანონმდებლო ორგანომ ორ კვირაში უნდა მიიღოს, თუმცა,  პარლამენტი კანონის საფუძველზე შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეკრებას არ ჩქარობს.

  "კამპანიაში "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ საქართველოს პარლამენტის დამოკიდებულებას ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის საკითხის გადაწყვეტის მიმართ. უკვე 2 კვირაში პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის რომელ სისტემას აირჩევს ქვეყანა და ვის ხელში გადავა ე.წ "გასაღები". თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ შეხვედრის ორგანიზების თხოვნით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არ ჩქარობს კანონის საფუძველზე შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეკრებას, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საკითხის დადგენილ ვადაში გადაწყვეტა კვლავ ვერ მოხერხდება. კამპანიაში "ეს შენ გეხება ისევ გვისმენენ" გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ფარულ მიყურადებებზე პირდაპირი წვდომის საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უმოკლეს ვადაში დანიშნოს სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა, რათა განახლდეს მუშაობა და საბოლოოდ მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას",  - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: