სახელმწიფო აუდიტის სამსახური წლის ბოლომდე სამ უწყებაში შევა
წლის ბოლომდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობის ადმინისტრაციაში, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და შსს-ს მთვარ სამმართველოში შევა. განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ გააკეთა.
"დაახლოებით თვენახევარში შევალთ მთავრობის კანცელარიაში, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და შსს-ს მთავარ სამმართველოში. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ველოდებით იმ ჯგუფის გათავისუფლებას, რომელიც ახლა თავდაცვის სამინისტროში მუშაობს - სწორედ მას ეხება სამართალდამცავი სისტემა. მთავრობის კანცელარია სხვა დეპარტამენტის საკურაციო სფეროა. ისიც დაახლოებით ამ პერიოდში შეძლებს შემოწმების დაწყებას. სამივე უწყებაში წლის ბოლომდე შევალთ", - აღნიშნა თორდიამ.