ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას იმედით ვუყურებთ

ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას იმედით ვუყურებთ

   "იმედით ვუყურებთ ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, რასაც უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს". განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.  


 პრემიერ-მინისტრმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს, რომლის ეფექტურ განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და სამაგალითო მმართველობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებით საქართველო საბოლოოდ იქცევა სტაბილურ და ქმედით პლურალისტული დემოკრატიის ქვეყნად, რომელშიც უზრუნველყოფილია კონტროლისა და ბალანსის ეფექტური მექანიზმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება დაასახელა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: