როცა საქმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, პრინციპულები უნდა ვიყოთ
როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებაკომპრომისს ვერ დავუშვებთ. ძალიან პრნციპულები უნდა ვიყოთ. აღნიშNული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა.
როგორც საქართველოს პრემიერი აცხადებს, ევროკავშირი საქართველოს მტავრობის პოლიტიკას რუსეთტან მიმარტებაში მიესალმება. რუსეთსა და აფხაზეთს შორის " მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმების შესაძლო გაფორმებით კი შეშფოთებულია.
"დეტალურად განვუმარტე ის რისკები, რაც შესაძლოა მოჰყვეს ამ ხელშეკრულების გაფორმებას. კიდევ ერთხელ მოვუყევი, რომ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული მიდგომა ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მოწონება ჩვენი ახალი პოლიტიკისადმი, რომ ისინი მიესალმებიან ჩვენი მთავრობის თავშეკავებულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და მოგვიწოდებენ, რომ კონსტრუქციული დიალოგი გავაგრძელოთ. ჩვენ მზად ვართ, ეს დიალოგი გავაგრძელოთ, უბრალოდ, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ვიქნებით ძალიან პრინციპულები და კომპრომისს ვერ დავუშვებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.