ბაღის პედაგოგებისთვის შეღავათები არ მოუხსნიათ

ბაღის პედაგოგებისთვის შეღავათები არ მოუხსნიათ

   როგორც საკრებულოს  ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა, საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის მგზავრობის შეღავათები არ მოუხსნიათ. სამუშია თქმით, პედაგოგებს შეღავათები მომავალ წელსაც შეუნბარჩუნდებათ.

  "მინდა, გამოვეხმაურო ინფორმაციას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ავრცელებენ, თითქოს ბაღის პედაგოგებს მგზავრობის შეღავათები მოეხსნათ. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. საქმე იმაშია, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ცოტა სხვა ფორმით არის გაკეთებული. ახალი ბიუჯეტი ყველა იმ შეღავათს ითვალისწინებს და აფინანსებს, რაც თბილისის საკრებულოს აქვს დაწესებული. შეღავათი არავის მოუხსნია. მინდა, მივმართო ბაღის პედაგოგებს, რომ ამ თვალსაზრისით შეცდომაში არ შეგიყვანონ", - განაცხადა სამუშიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: