საქართველოს ეფექტიანობის მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

საქართველოს ეფექტიანობის მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

 საქართველოს მთავრობა ქვეყნის გასაძლიერებლად  ყველაფერს გააკეთებს.  აღნიშNული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი რარიბაშვილმა გააკეთა.

 
"ბოლო დღეებში მოვისმინეთ, რომ ჩვენი მთავრობის ეფექტიანობის შეფასება მოხდა, ძალიან სერიოზული, სოლიდური რეიტინგები გამოქვეყნდა. მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელმა მართლაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ბოლო 10 წელიწადში. მინდა, მოსახლეობას განვუმარტო, რომ ეს რეალურად იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ჩვენი მთავრობა ბოლო 2 წლის განმავლობაში ახორციელებს. თუნდაც კორუფციის რისკების მიხედვით საქართველო მე-11 ადგილზეა. ჩვენ  მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყნები ჩამოვიტოვეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 როგორც პრემიერმა განაცხადა,  დღეს მთავრობა აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღიაა.

"ჩვენ გავაკეთებთ კიდევ უფრო მეტს იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, ამიტომ ახლა მთავარია, რომ ქვეყანაში - ჩვენთან სახლში იყოს ერთსულოვნება, სტაბილურობა. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. აუცილებელია, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად კონსტრუქციული გახდეს. ეს იყო ერთ-ერთი განხილვის საკითხი, ვინაიდან მათი სურვილიცაა, რომ ოპოზიცია ნორმალურ ჩარჩოებში მოექცეს და უფრო კონსტრუქციული გახდეს და მთავრობასთან ითანამშრომლოს. ამის იმედი მაქვს და ჩვენ ამისთვის მოტივირებულები ვართ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: