ვინ გააკონტროლებს ე.წ. გასაღებს - კვლავ დავის საგანია
"ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებზე ე.წ. გასაღების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დღეს იმსჯელებენ.
ვინ გააკონტროლებს ე.წ. გასაღებს - საკითხი კვლად დავის საგანია.
პარლამენტში ამ დროისთვის კანონპროექტის რამდენიმე ვერსიაა წარდგენილი. სამუშაო ჯგუფს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ცვლილებების პაკეტის ალტერნატიულ ვარიანტს წარუდგენს, რომლიც ე.წ. ორი გასაღების პრინციპს ემყარება.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ერთ გასაღებს პერსონალური მონაცემების ინსპექტორი გააკონტროლებს, მეორეს კი - შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პროექტი ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს ფარული მოსმენის განხორციელება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისა დასასამართლოს დაშვების შედეგად შეეძლებათ.
საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 20 ნოემბრამდე აქვს.