ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უარი ვთქვით კომფორტულ ადმინისტრაციულ შენობებზე!

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უარი ვთქვით კომფორტულ ადმინისტრაციულ შენობებზე!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის ფარგლებში ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნის ცერემონიას დაესწრო.  პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით შავლიაშვილს ნაყოფიერი საქმიანობისთის მადლობა გადაუხადა.
"წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა მხოლოდ ავტომაგისტრალის 70-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. მინისტრმა დავით შავლიაშვილმა გუნდთან ერთად შეძლო 2 წელიწადში ავტომაგისტრალის 55-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. მიღწეული შედეგით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, რომ მოსახლეობას უკეთესი პირობები შევუქმნათ.
ჩვენი მთავარი საზრუნავია მოსახლეობა, ქვეყანა. ჩვენ უარი ვთქვით ნახევარ-მილიარდიან სასახლეებზე, კომფორტულ ადმინისტრაციულ შენობებზე. ეს თანხები კი მივმართეთ მოსახლეობის საკეთილდღეოდ - ჯანდაცვაში, განათლებაში, გზების მშნებლობაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. ეს განგვასხვავებს ჩვენ წინა მთავრობისგან. მაგრამ გასაკეთებელი მართალც ბევრია, ჩვენ ამისთვის მოტივირებული ვართ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: