ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების საქმეზე ნაფიც მსაჯულებს 26 ნოემბერს შეარჩევენ
საქალაქო სასამართლოში დღეს ზურაბ ჟვანიას დაცვისა და დაცვის ცვლის უფროსების სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ტექნიკური საკითხები განიხილეს. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ.
ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დაკავებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის განხილვისთვის ნაფიც მსაჯულებს 26 ნოემბერს შეარჩევენ. მსაჯულთა შერჩევა 100 კანდიდატიდან მოხდება. სავარაუდოდ, 14 ნაფიც მსაჯულს აირჩევენ, საიდანაც 12 იქნება ძირითადი, ხოლო 2 სარეზერვო.
26 ნოემბერს პროცესი, სადაც მსაჯულთა შერჩევა მოხდება, 11 .00 საათზე დაიწყება.