კახა კოჟორიძე: ეს ისტორია ქმნის ვარაუდს, რომ პატიმრების წამებას ჰქონდა ადგილი!
როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ N8 დაწესებულებაში პატიმრების დაზიანების ფაქტი, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა პატიმრების წამებას.
"ეს ისტორია ქმნის ძალიან მაღალი დასაბუთების ვარაუდს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ამ ადამიანების წამებას და ეს წარმოშობს პირდაპირ ვალდებულებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს საქმე. მთავარია, ნება არსებობდეს. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში ეს ნება იარსებებს და ძალიან მალე გავიგებთ ჩვენ, ვინ იყვნენ გლდანის N8 დაწესებულების ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, ვინც ასეთი სისასტიკე ჩაიდინეს", - განაცხადა კოჟორიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა.