ვანო მერაბიშვილი: ასეთი რამ საბჭოთა "კაგებეს" დროს ხდებოდა

ვანო მერაბიშვილი: ასეთი რამ  საბჭოთა "კაგებეს" დროს ხდებოდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის დაკავების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ გენერლის დაკავება  "საბჭოთა კაგებეს" მეთოდია.


მისი თქმით, ასეთი რამ ბოლოს საბჭოთა "კაგებეს" დროს ხდებოდა.  "ის მეთოდი, რაც   გიორგი კალანდაძის დაკავებისას გამოიყენეს, შეუფერებელია. დამოუკიდებელ საქართველოში ასეთი ფაქტი არ მომხდარა",  - აცხადებს მერაბიშვიოლი.

გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე ორი დღის წინ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად დააკავეს. სამივე მათგანს ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: