ირმა ინაშვილი "პატრიოტთა ალიანის" სახელით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

ირმა ინაშვილი "პატრიოტთა ალიანის" სახელით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

   "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი დღეს ემზარ კვიციანისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთის ფაქტს გამოეხმაურა.

   -"ეს არის ყოვლად უკანონო განაჩენი! ცნობილია, რომ ემზარ კვიციანს ამ "დანაშაულთან" არანაირი კავშირი არ აქვს.  ის არის პატრიოტი ადამიანი და კბილებით იცავდა კოდორის ხეობას და ის განაჩენი, რაც სასამართლომ გამოიტანა, უსაფუძვლოა! თუ ქვეყნის სიყვარული დანაშაულია, მაშინ ყველა უნდა  გაგვასამართლონ და ყველას 12 წელი უნდა მოგვისაჯონ. პირველ რიგში, აღმაშფოთებელი, იცით, რა არის? მწამებლებს 3 წელს უსჯიან და ამის პარალელურად ემზარ კვიციანს 12 წელი მიუსაჯეს არჩადენილი დანაშაულისთვის! ჩვენ ვაპორტესტებთ ამ გადაწყვეტილებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ემზარ კვიციანს. მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს, მიიღოს გადაწყვეტილება და დარბაზიდან გაათავისუფლოს ემზარ კვიციანი"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

   ცნობილი ხდება, რომ ირმა ინაშვილი, "პატრიოტთა ალიანის" სახელით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: