ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა გლდანის #8-ე საპატიმროში ნაცემი და სისხლიანი პატიმრები იპოვეს

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა გლდანის #8-ე საპატიმროში ნაცემი და სისხლიანი პატიმრები იპოვეს

   სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გლდანის N8 საპყრობილეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები დაფიქსირდა.

   ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა გლდანის #8-ე საპატიმროში ნაცემი და სისხლიანი პატიმრები იპოვეს. ერთ-ერთ მათგანს ხელ-ფეხი ჯაჭვით ჰქონდა შეკრული.

   ამ ფაქტთან დაკავშირებით მინისტრის პირველმა მოადგილემ კახი კახიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.

   -"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცული იყოს ადამიანის უფლებები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ამდენად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სრულად იქნება გამოკვლეული მედიით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სასურველი იქნებოდა, სახალხო დამცველის აპარატს დროულად უზრუნველეყო სამინისტროს ინფორმირება აღნიშნულის შესახებ, რადგან, ინფორმაციის რამდენიმე დღის დაგვიანებით გავრცელებამ შეამცირა შესაძლებლობა, რომ დროულად დანიშნულიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და დადგენილიყო დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმი და ხარისხი.

იმ შემთხვევაში, თუ გენერალური ინსპექციის დასკვნით გამოიკვეთება სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომელთა ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება.

   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ უკვე მიმდინარეობს გამოძიება სწორედ აღნიშნული მსჯავრდებულების მიერ აკრძალული ნივთით სარგებლობის ფაქტზე, სისხლის სამართლის 378-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით.

   ვინაიდან გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მაღალი საჯარო ინტერესი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კახიშვილი დღესვე შესთავაზა სახალხო დამცველს, განცალკევებით ან მასთან ერთად შეხვდეს მსჯავრდებულებს და მათგან პირადად მიიღოს ინფორმაცია".

 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: