კონსტანტინე კუბლაშვილს ე.წ. გასაღების სასამართლოს ხელში არსებობა რთულად ესახება

კონსტანტინე კუბლაშვილს  ე.წ. გასაღების სასამართლოს ხელში არსებობა რთულად ესახება

   რთულად მესახება, რომ პროცესის მთავარი მონაწილე, რომელიცბრანებას გასცემს, სხვასტან ეთად ამ ბრძანების განმახორციელებელი იყოს და პროცესი გააკონტროლოს. აღნიშნულ განცხადებას უზენაესი სსამათლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე  კუბლაშვილი აკეთებს.  კუბლაშვილი ახადებს, რომ პროექტს, რომლის მიხედვითაც ე.წ გასარები სასამართლოს ხელში უნდა იყოს კარგად არ იცნობს.


"ძალიან რთული საკითხია. სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი ეს პროექტი. ყველამ კარგად იცის, რომ მოსამართლე არის ფარულ მოსმენებზე პროცესის მთავარი მონაწილე, რომელიც გასცემს ბრძანებას, რის გარეშეც არ შეიძლება მოსმენა ან თვალყურის დევნება. ჯერ რთულად მესახება, რომ პროცესის მთავარი მონაწილე, რომელიც ბრძანებას გასცემს, ამ პროცესში შემდგომში იყოს განმახორციელებელი ამ ბრძანებისა სხვასთან ერთად და გააკონტროლოს ეს პროცესი. გაცემული ბრძანების შედეგად მიღებული მტკიცებულებები ისევ უკან უბრუნდება მოსამართლეს და ხელმეორედ უნდა განიხილოს სხდომის წარმართვის დროს. ამას ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება და არა მხოლოდ მე, არამედ მთელი სასამართლო სისტემა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ალბათ ვიმსჯელებთ ამაზე და დავაფიქსირებთ პოზიციას", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

 



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: