კახა კახიშვილი: საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადავუგზავნეთ!
სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმრების შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამინისტრომ მასალა პროკურატურას გადაუგზავნა
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახი კახიშვილმა განაცხადა მინისტრმა მღებრიშვილმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.
"მიუხედავად იმისა, რომ კანონი გვაძლევდა უფლებას, ეს საქმე სამინისტროს გამოეძიებინა, ჩვენ საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას მაინც გადავუგზავნეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგებს დაველოდებით.
რაც შეეხება გენერალურ ინსპექციას, ჩვენს მიერ გრძელდება სამსახურებრივი შემოწმება და იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა დაადგენს ან არ დაადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ჩვენი გენინსპექცია გამოკვეთს შესაძლო დისციპლინარულ საკითხებს, რათა რეაგირების საშუალება გვქონდეს", - განაცხადა კახიშვილმა.