ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სოხუმი მიტინგების მოლოდინში

სოხუმი მიტინგების მოლოდინში

   სოხუმსა და მოსკოვს შორის დაგეგმილი შეთანხმების ხელმოწერას აფხაზეთში მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, სწორედ ამიტომ ხვალ, 24 ნოემბერს სოხუმში ეს ორი ჯგუფი  მიტინგებს ერთდროულად გამართავს.

 

   დილის 11 საათზე, ჩანბას სახელობის დრამატული თეატრის წინ მდებარე მოდანზე "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმების მხარდამჭერები შეიკრიბებიან. აქციას "აფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო" გამართავს.

 

   პარალელურად, 11 საათზე პოლიტიკური პარტია "ამცახარა" შეთანხმების გასაპროტესტებლად გამართავს მიტინგს. დოკუმენტის ხელმოწერის მოწინააღმდეგეები პარტიის სათაო ოფისთან შეიკრიბებიან. ისინი თვლიან, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ "აფხაზეთი საკუთარ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დაკარგავს".

 

   შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე მოსკოვი და სოხუმი ახალ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ერთიან სამხედრო, საბაჟო და სამართლებრივ სივრცეში მოაქცევს.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: